Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


აშშ-ის ქალაქ ბოსტონის პოლიციის ცნობით, სულ მცირე ორი დაიღუპა და 23 დაიჭრა ცნობილი „ბოსტონის მარათონის“ ფინიშის ხაზთან ახლოს მომხდარი ორი აფეთქების დროს. თვითმხილველთა აღწერით, ორშაბათს მომხდარი აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი შემთხვევის ადგილზე და თუ როგორ გადაჰყავთ სამედიცინო ბრიგადებს დაჭრილები, მარათონელთათვის აგებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში. მესამე აფეთქება მოხდა ჯონ კენედის ბიბლიოთეკასთან, რომელიც მარათონის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მესამე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არავის აუღია. პოლიცია იძიებს მომხდარ ინცინდენტს.
XS
SM
MD
LG