Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობს მაყურებელთა ვიდეო-ჩანაწერებს


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობს ბოსტონის მარათონის მაყურებელთა ვიდეო-ჩანაწერებს. ბოსტონში მოწყობილ ორ აფეთქებას სულ ცოტა 3 ადამიანი ემსხვერპლა და 144 დაშავდა. ”სი-ენ-ენის” ცნობით, 17 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 25-ს მდგომარეობა კი სერიოზულად ფასდება. დაშავებულთა შორის სულ ცოტა 8 ბავშვია. ”ბოსტონის მარათონის” ფინიშნთან პირველი აფეთქება ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:50-ზე მოხდა და წამებში მეორე აფეთქება მოჰყვა. ”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი რვა წლის ბიჭია, რომლის დედა და დაც დაშავდნენ აფეთქებების შედეგად. თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქებებმა არაერთ ადამიანს კიდურები მოაწყვიტა. მასაჩუსეტსის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი ადასტურებს მის დაწესებულებაში განხორციელებული რამდენიმე ამპუტაციის შემთხვევას. 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი აფეთქებების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა ვაშინგტონსა და ნიუ იორკშიც.
XS
SM
MD
LG