Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია დღეს გამოაქვეყნებს ანგარიშებს ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოზე


ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო დღეს გამოაქვეყნებს ანგარიშებს ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც მოელიან, ანგარიშები შეეხება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებითვის სერბიისა და მაკედონიის მზადყოფნის შეფასებას. ევროკომისია შეეხება აგრეთვე კოსოვოს სვლას ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობისკენ. გასულ კვირაში სერბიამ უარი განაცხადა ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულ გეგმაზე სერბიასა და კოსოვოს შორის ურთიერთობების მოგვარების შესახებ. სერბია კვლავაც თვლის, რომ კოსოვო სერბიის პროვინციაა და უარს ამბობს მისი დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი მიმდინარე კვირაში დასავლეთ ბალკანეთს - ჩერნოგორიას, ალბანეთსა და მაკედონიას ეწვევა და მათ რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG