Accessibility links

პულიცერის პრემია პაკისტანური წარმომავლობის დრამატურგს ერგო


პულიცერის პრესტიჟული პრემია წილად ხვდა პაკისტანური წარმომავლობის ამერიკელ დრამატურგს პიესისათვის, რომელშიც ჩვეულებრივი ვახშამი იდენტობისა და რელიგიის თაობაზე ცხარე კამათში გადაიზრდება. აიად აქტარის თქმით, იგი „შოკირებული“ აღმოჩნდა, როდესაც მისი პიესის პულიცერის პრიზით დაჯილდოების შესახებ შეიტყო. დრამატურგის თქმით, მას სურდა დაეწერა ისეთი პიესა, რომელიც „თანამედროვე აუდიტორიისათვის ტრაგიკულ განზომილებას შეიძენდა.“ 42 წლის აქტარი, ნიუ-იორკ სიტიში, პაკისტანელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. იგი იზრდებოდა ვისკონსინში. სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილმების სკოლაში.
XS
SM
MD
LG