Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები გმობენ ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს


მსოფლიო ლიდერები გმობენ ბოსტონის ყოველწლიური მარათონის მსვლელობის დროს, მასაჩუსეტსის შტატში ორშაბათს მომხდარ აფეთქებას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. აშშ-ის ქალაქ ბოსტონის პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა ცნობილი „ბოსტონის მარათონის“ ფინიშის ხაზთან ახლოს მომხდარი ორი აფეთქების დროს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აფეთქებებს ‘შემზარავი“, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ბარბაროსული აქტი“ უწოდა და აშშ-ს რუსეთის მხარდაჭერა შესთავაზა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ტკივილს და ტანჯვას განიცდის ამგვარი ინციდენტების გამო“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება, რომელსაც ვაშინგტონი ჯერ არ უწოდებს ტერორისტულ აქტს. „ამ თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ მსურს გავიმეორო: ჩვენ მოვძებნით ვინც ეს ჩაიდინა და ჩვენ მას პასუხს ვაგებინებთ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ და ბოსტონელებს „ერთად დგომისა და ერთმანეთის დახმარებისაკენ მოუწოდა.“
XS
SM
MD
LG