Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ავღანეთთან სადაო სასაზღვრო საგუშაგოს გაუქმებას აპირებს


ავღანეთის მაღალი რანგის სამხედრო პირის აცხადებს, რომ პაკისტანმა პირობა დადო მოშალოს ორ ქვეყანას შორის არსებულ სადაო სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე საგუშაგო ნაგებობა. როგორც ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ოპერაციების სამმართველოს უფროსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პაკისტანი ნაგებობებს სამშაბათს აიღებს. გენერალ აფზალ ამანის თქმით აღნიშული შეთანხმება პაკისტანელ კოლეგასთან ერთად ისლამაბადში ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ინსტრუქტაჟი ჩაუტარა უსაფრთხოების ძალების ხელმძრვანელობას, რათა „დაუყოვნებლივ დაიწყონ“ პაკისტანის მიერ აღმართული სასაზღვრო საგუშაგოების აღება ჯერ კიდევ ბრიტანეთის მიერ გავლებულ ე.წ. დურანდის ხაზის გასწვრივ. პაკისტანი მე-19 საუკუნეში დადგენილ დურანდის ხაზს საერთაშორისო საზღვრად მიიჩნევს. ქაბული კი უარს ამბობს საზღვრად აღიაროს დურანდის ხაზი, რომელიც ეთნიკური პუშტუნების მიწას ორ ნაწილად კვეთს.
XS
SM
MD
LG