Accessibility links

ირანში 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხვდა


აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურებმა ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირეს ირანში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. ბიძგები შეინიშნებოდა სპარსეთის ყურის რეგიონსა და სამხრეთ აზიაში. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურმა 7.8 ბალის სიმძლავრე მიანიჭა მიწისძვრას, ირანის სეისმოლოგიური ცენტრი კი აცხადებს, რომ მიწისძვრა არ აღემატებოდა 7.5 ბალს. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხაშიდან 86 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG