Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა ბოსტონში მომხდარი აფეთქების გამო


ბოსტონში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელთა შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა, ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ბოსტონში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და შეერეთებული შტატების მთავრობას თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.
XS
SM
MD
LG