Accessibility links

ფერვეზ მუშარაფს კანდიდატურის წამოყენება მეოთხე ოლქშიც აეკრძალა


პაკისტანის საარჩევნო ტრიბუნალმა ქვეყნის ყოფილ სამხედრო მმართველს, გენერალ ფერვეზ მუშარაფს ბოლო ჯერზეც უარი უთხრა წამოეყენებინა კანდიდტურა 11 მაისს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში. სამშაბათს, ფეშავარის უმაღლესი სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალმა დააკმაყოფილა მუშარაფის საწინააღმდეგო სარჩელი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა მუშარაფის კანდიდატურის რეგისტრაციაში გატარებას ხაიბერ პახტუნხვის პროვინციის ჩიტრალის საარჩევნო ოლქიდან. მანამდე მუშარაფი დისკვალიფიცირებული იქნა ოთხიდან სამ ოლქში, სადაც მან საკუთარი კანდიდატურის წამოყენება სცადა. თუმცა, როგორც მუშარაფის წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი საარჩევნო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. საარჩვენო ტრიბუნალის წარმომადგენლები ეყრდნობიან მუშარაფის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. პაკისტანის ყოფილ მმართველს ქვეყნის კონსტიტუციის შეჩერებასა და 2007 წელს მაღალი რანგის მოსამართლების უკანონო განთავისუფლებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG