Accessibility links

logo-print

მეგის ქარდავა უარყოფს ჩანაწერების შესახებ პრესით გავრცელებულ ინფორმაციას


სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კატეგორიულად უარყოფს პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების შემცველ ფარულ ჩანაწერებს ფლობს. ძებნილი ქარდავას განცხადება მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააცნო. მეგის ქარდავა ჩანაწერების არსებობას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ შესაბამისად, არც არაფრის გავრცელებას აპირებს და არავის დამუქრებია. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება კონკრეტული ადამიანის ინტერესებშია, თუმცა, ვის გულისხმობს ძებნილი მეგის ქარდავა, მის ადვოკატს არ უთქვამს.
XS
SM
MD
LG