Accessibility links

logo-print

ირანში მიწისძვრას 40-მდე კაცი ემსხვერპლა


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით სულ მცირე 40 ადამიანი დაუღუპა მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამშაბათს ირანში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდება. ჰატამ ნარუი, ირანის სისტანისა და ბალუჯისტანის პროვინციის მმართველმა 16 აპრილს ირანის ტელევიზიასთან მიწისძვრის ეპიცენტრსა და სიმძლავრეზე ისაუბრა. „7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა თავს დაატყდა ქალაქ სარავანსა და მთლიანად სისტანისა და ბალუჯისტანის პროვინციას, ასევე ზაჰედანსა და სხვა ქალაქებს. მე სიტყვით გამოვდიოდი ჰარზატ იმამის დახმარების კომისიის სხდომაზე, რომელიც ვიგრძენი ბიძგები, რომლებიც 15-20 წამს გრძელდებოდა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა ახელისუფალმა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურმა 7.8 ბალის სიმძლავრე მიანიჭა მიწისძვრას, ირანის სეისმოლოგიური ცენტრი კი აცხადებს, რომ მიწისძვრა არ აღემატებოდა 7.5 ბალს. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხაშიდან 86 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 15-დან 20-წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიძგები შეინიშნებოდა სპარსეთის ყურის რეგიონსა და სამხრეთ აზიაში. ამასთან რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი ნოვიკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მიწისძვრის დროს ირანის მთავარ ატომურ ობიექტზე, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე არავითარი ბიძგები არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG