Accessibility links

logo-print

კეთრინ ეშტონმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა სერბია-კოსოვოს ურთიერთობაზე


ევროკავშირმა გადადო ანგარიშის გამოქვეყნება ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანს მიერ ევროკავშირის გაწვერიანების გზაზე მიღწეული პროგრესის შეახებ. ამის შესახებ ევროკომისიის წყარომ აცნობა რადიო თავისუფლებას. ამასთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა სამშაბათს და აღნიშნა, რომ ვითარების ნორმალიზებისათვისო სერბიამ და კოსოვომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა გამართონ. მოელოდნენ, რომ პროგრესის შესახებ ანგარიშში, ყურადღება იქნებოდა გამახვილებული იმაზე, თუ რამდენად არიან მზად სერბია და მაკედონია, რათა წარმატებული მოლაპარაკებები დაიწყონ გაწევრიანების თაობაზე. ანგარიშში უნდა ასახულიყო ასევე კოსოვოს მხრიდან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ გადადგმული ნაბიჯებიც. ევროკომისიის ანგარიშამდე, გასულ კვირაში სერბიამ უარყო ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი გეგმა, რომელიც კოსოვოსთან სერბიის ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. ბრიუსელში მხარეთა მოლაპარაკებები 17 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG