Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი ჩეხეთში შეხვედრებს განაგრძობს


საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს - სენატის და ქვედა პალატის სპიკერებს, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარელ შვრეცენბერგს შეხვდა. „ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ საქართველოს წლის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე ექნება ჩეხეთის სრული მხარდაჭერა, რათა საქართველომ მოახერხოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოება და ყველა იმ დოკუმენტის მიღება, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის სათაო ოფისს ესტუმრება, მოხსენებით გამოვა ვაცლავ ჰაველის სხდომათა დარბაზში და ინტერვიუს მისცემს რამდენიმე ეროვნულ სამსახურს. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის შეკითხვებს კი დავით უსუფაშვილი საღამოს გადაცემისას, პირდაპირ ეთერში უპასუხებს.
XS
SM
MD
LG