Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხრეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მსხვერპლია პაკისტანში


ირანის სამხრეთში დღეს მომხდარი მიწისძვრის გარშემო ირანის ტელევიზია იუწყებოდა მსხვერპლის შესახებ, რაც მოგვიანებით უარყოფილ იქნა. ბალუჩისტანის პროვინციაში მომხდარმა 7,5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ 34 ადამიანი იმსხვერპლა პაკისტანში, დაშავებულია 80 ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურმა 7.8 ბალის სიმძლავრე მიანიჭა მიწისძვრას, ირანის სეისმოლოგიური ცენტრი კი აცხადებს, რომ მიწისძვრა არ აღემატებოდა 7.5 ბალს. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხაშიდან 86 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 15-დან 20-წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიძგები შეინიშნებოდა სპარსეთის ყურის რეგიონსა და სამხრეთ აზიაში. ამასთან რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი ნოვიკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მიწისძვრის დროს ირანის მთავარ ატომურ ობიექტზე, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე, არავითარი ბიძგები არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG