Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ბოსტონში აფეთქებებს როგორც „ტერაქტს“ იძიებენ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბოსტონში გუშინ მოხდარ აფეთქებებს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტებს. ობამამ თავისი მოკლე გამოსვლისას, თეთრ სახლში, გუშინდელი ინციდენტი შეაფასა, რომ ძალადობის მხდალი აქტი: „არ ვიცით, თუ ვინ მოაწყო ეს დავდასხმა და რატომ, დააგეგმა და განახორციელა ტერორისტულმა ჯგუფმა, უცხოელმა თუ ადგილობრივმა, თუ ეს იყო მტრულად განწყობილი ცალკე პირი იყო. ეს ჯერ არ ვიცით. ჯერ გამოძიების საწყის ფაზაში ვართ. დროს დასჭირდება გამორკვევას, თუ რა მოხდა. მაგრამ ყველაფერს გავათრკვევთ“. თქვა ობამა, რაც მისი მეორე გამოსლვა იყო ბოსტონის აფეთქებების თაობაზე. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ადრინდელი ინფორმაცია იყო მცდარი, როცა ლაპარაკი იყო ვითომდა არ აფეთქებული სხვა ბომბების მიკვლევაზე. ბოსტონში მოწყობილ ამ აქტებს სამი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბიჭი ემსხვერპლა. 170 ადამიანი დაშავდა. 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
XS
SM
MD
LG