Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალისტები იშხნის რეაბილიტაციას განიხილავენ


დღეს იშხნის სამონასტრო კომპლექსში ქართველი და თურქი სპეციალისტების მონაწილეობით პირველ ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ჩატარდება. ქართველ სპეციალისტთა დარგობრივი ჯგუფი და თურქი სპეციალისტები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იშხნის აღდგენისა და გადარჩენის მიზნით ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და ძეგლის გადარჩენაზე ერთობლივად იმსჯელებენ. შეხვედრა ანკარაში, კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მიადგილე ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის დროს დაიგეგმა.
XS
SM
MD
LG