Accessibility links

ბოსტონში აფეთქებებისთვის შესაძლოა, სწრაფმხარშავის ტიპის მოწყობილობები გამოიყენეს


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ბოსტონის მარათონზე ორი დღის წინ მოწყობილ აფეთქებებზე. გამომძიებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აფეთქებები მოეწყო სწრაფმხარშავის ტიპის მოწყობილობებით, რომლებიც მუქი ფერის ჩანთებში იდო. ორშაბათს მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, სამი და დაიჭრა 170-ზე მეტი ადამიანი. გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტის, რიკ დელურიერსის განცხადებით, ბომბები შესაძლოა, გაკეთებული ყოფილიყო „სწრაფმხარშავი ქვაბით“, რომელშიც ლითონის ნაჭრები და ლურსმნები იდო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აფეთქებებს იძიებენ როგორც ტერაქტებს. თეთრი სახლის განცხადებით, ობამას დღეს მოელიან ბოსტონში.
XS
SM
MD
LG