Accessibility links

logo-print

ისრაელს რაკეტები ესროლეს ეგვიპტიდან


ისრაელის არმიისა და პოლიციის ცნობით, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულიდან, სულ ცოტა, ორი რაკეტა ესროლეს ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათს, რომელიც წითელი ზღვის პირას მდებარეობს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში, ისლამისტი ესქტრემისტების ჯგუფმა „მაგლეს შურა ალ-მუჯაჰიდინმა“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. მას არ დაუზუსტებია, საიდან ისროლა რაკეტები. ეგვიპტელი სამხედროები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ იძიებენ, მართლაც ეგვიპტის ტერიტორიიდან მოეწყო თუ არა სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე.
XS
SM
MD
LG