Accessibility links

რუსეთში სასამართლომ გადადო ალექსეი ნავალნის საქმის მოსმენა


რუსეთში სასამართლომ 24 აპრილისთვის გადადო მოსმენა კომპანია „კიროვლესში“ ხე-ტყის მიტაცების საქმეზე, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო აქტივისტ ალექსეი ნავალნის სახელს. ქალაქ კიროვის ლენინის სახელობის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვის შემდეგ მას დრო სჭირდება საქმის მასალებთან გასაცნობად. გამოძიების ვერსიით, კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად მუშაობისას, 2009 წელს ნავალნიმ მიიტაცა 16 მილიონი რუბლის (510 000 დოლარის) ღირებულების მასალა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ნავალნის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 36 წლის აქტივისტი უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც მიიჩნევს პოლიტიკურ დევნად მის გასაჩუმებლად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG