Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ზეწოლას და შანტაჟს ბევრმა მეგობარმა ვერ გაუძლო


ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებების საპასუხოდ, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ზეწოლას და შანტაჟს მისმა ბევრმა მეგობარმა ვერ გაუძლო, რის გამოც მხოლოდ სინანულს გამოთქვამს. ამასთან, მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ბირთვი მტკიცეა და მას ვერ დათრგუნავენ. ”ეს კიდევ ერთი გაკვეთილია ჩვენთვის და პირადად მომიწია ბევრი რამის სწავლა და ესეც იქნება ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი”, - განაცხადა მერაბიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აპირებს ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე, რასაც მისივე თქმით, არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის და ხალხის მასობრივად შეკრების ეშინია და აქციისთვის ყველა საშუალების ბლოკირების და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის გარდა, ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილების შეტანას ცდილობს.
XS
SM
MD
LG