Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს საწამლავიანი წერილი გაუგზავნეს


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელზე გაგზავნილი წერილის შემოწმების წინასწარი შედეგებით, წერილში აღმოჩენილი ნივთიერება არის რიცინი - ძლიერი საწამლავი, რომლის მცირე რაოდენობამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. წერილი აღმოაჩინეს სამშაბათს - იმავე დღეს, როცა შეამოწმეს სენატორ როჯერ უიკერის სახელზე გაგზავნილი წერილი. წინასწარი შედეგებით, ისიც რიცინს შეიცავს. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, არაფერი მიუთითებს რაიმე კავშირზე საეჭვო წერილებსა და ბოსტონში მარათონის დროს ორშაბათს მოწყობილ აფეთქებებს შორის. აფეთქებების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა 180-ზე მეტი ადამიანი. ამასობაში ტელეკომპანია CNN-მა და გაზეთმა „ბოსტონ გლოუბმა“ გაავრცელეს ანონიმური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა, სავარაუდოდ, დაადგინეს აფეთქებებში ეჭვმიტანილის ვინაობა. ეს ცნობა ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. ობამა ხუთშაბათს ჩადის ბოსტონში და მონაწილეობას მიიღებს ეკუმენურ ღვთისმსახურებაში, დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG