Accessibility links

logo-print

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ


აშშ-ში ბოსტონის პოლიცია და ფედერალური ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. ამ განცხადებით უარყვეს მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობები, თითქოს ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული იყო. თუმცა, სამართალდამცავების ცნობით, გამომძიებლები თვლიან, რომ ეჭვმიტანილი ამოცნობილია ერთ-ერთი ვიდეოს მეშვეობით. ბოსტონში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 170-ზე მეტი. გამომძიებლები ასევე აცხადებენ, რომ აფეთქებები, შესაძლოა, მოხდა სწრაფმხარშავი ქვაბის გამოყენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე შავი ჩანთით ან ზურგჩანთით მიიტანეს.
XS
SM
MD
LG