Accessibility links

logo-print

სერბია-კოსოვოს მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა


სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებათა პროცესის უშედეგობა, შესაძლოა, ხელისშემშლელი აღმოჩნდეს სერბიისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი. მოლაპარაკებები ოთხშაბათს დაიწყო და 14 საათს გასტანა. დღეს დილით კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ორი მხარის პოზიციებს შორის სხვაობა მცირეა. ეშტონი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ორშაბათის მინისტერიალამდე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა.
XS
SM
MD
LG