Accessibility links

logo-print

პაკისტანის სასამართლომ პერვეზ მუშარაფის დაკავების ორდერი გასცა


პაკისტანის სასამართლომ ყოფილი სამხედრო მმართველის პერვეზ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა. 69 წლის გადამდგარი გენერალი ესწრებოდა სასამართლოს ხუთშაბათის სხდომას და გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დატოვა შენობა. სასამართლოში იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა, მუშარაფის დაცვამ მუშარაფის შესაძლო დაკავებამდე მოახერხა მისი მანქანამდე მიცილება. პაკისტანის ყოფილ მმართველს ქვეყნის კონსტიტუციის შეჩერებასა და 2007 წელს მაღალი რანგის მოსამართლების უკანონო განთავისუფლებაში ადანაშაულებენ. პერვეზ მუშარაფი პაკისტანში გასულ თვეში დაბრუნდა ოთხწლიანი დევნილობის შემდეგ და ის 11 მაისის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG