Accessibility links

logo-print

რუსეთში სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრეს ნავალნის წინააღმდეგ


რუსეთში სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრეს ოპოზიციონერი აქტივისტის, ალექსეი ნავალნისა და მისი ძმის, ოლეგის წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილი არიან თაღლითობაში „მრავალპროფილიანი პროცესინგის კომპანიის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს ქალაქ კიროვის სასამართლომ 24 აპრილამდე გადადო მოსმენა კომპანია „კიროვლესში“ ხე-ტყის მიტაცების საქმეზე, რომელიც ნავალნის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით მოსკოვში შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, ალექსეი ნავალნისადმი მხარდაჭერის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG