Accessibility links

logo-print

ტეხასში ვარაუდობენ, რომ აფეთქებამ 15-მდე ადამიანი შეიწირა


ამერიკელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხუთიდან 15-მდე ადამიანი დაიღუპა ტეხასის შტატში, სასუქის დამამზადებელ საწარმოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. პოლიციის სერჟანტმა უილიამ პატრიკ სვანტონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება საწარმოში, რომელიც მომცრო ქალაქ უესტში მდებარეობს. მერის, ტომი მუსკას განცხადებით, აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 50 სახლი დაინგრა. საწარმოში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი აფეთქება მოხდა. ვერ ადგენენ, რა ბედი ეწია რამდენიმე მეხანძრეს. მიმდინარეობს მსხვერპლის ძებნა და სამაშველო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG