Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი ლიდერი მისი დაპატიმრების ორდერს გაასაჩივრებს


პაკისტანის ყოფილი სამხედრო მმართველი, ფერვეზ მუშარაფი აპირებს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართოს მისთვის პირობითი სასჯელის შეფარდების თხოვნით მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა. მუშარაფის თანაშემწე მოჰამად ამჯადმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მიმართვას დღესვე გადასცემენ უზენაეს სასამართლოს. დღეს, უფრო ადრე ისლამაბადში სასამართლომ მიიღო 69 წლის გადამდგარი გენერლის დაპატირების შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ მუშარაფის დაცვამ ის მაშინვე გაიყვანა დარბაზიდან და მანქანაში ჩასვა, ვიდრე პოლიციელები მის დაკავებას შეძლებდნენ. პაკისტანის ყოფილ მმართველს ბრალად ედება ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება და 2007 წელს მაღალი რანგის მოსამართლეების უკანონო გათავისუფლება. ფერვეზ მუშარაფი პაკისტანში გასულ თვეში დაბრუნდა ოთხწლიანი დევნილობის შემდეგ. ის 11 მაისის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
XS
SM
MD
LG