Accessibility links

logo-print

აშშ "არ არის მზად", რომ მადურო ცნოს ვენესუელის ახალ პრეზიდენტად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, შეერთებული შტატები არ არის მზად, რომ ნიკოლას მადურო ცნოს ვენესუელის ახალ პრეზიდენტად. კერიმ ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ვენესუელაში ხმების განმეორებით დათვლას ემხრობა. საპრეზიდენტო არჩევნები კვირას გაიმართა, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელის ახალი ლიდერის გამოსავლენად. ოპოზიციონერი კანდიდატი ენრიკე კაპრილესი აცხადებს, რომ პროცესმა დარღვევებით ჩაიარა.
XS
SM
MD
LG