Accessibility links

logo-print

თბილისის მერია განმარტებას აკეთებს პრაღაში თბილისის მერის ვიზიტის შესახებ


პრაღაში თბილისის მერის ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მედიასაშუალებებში ცრუ ინტერპრეტაცია მოჰყვა - ამის შესახებ დღეს განაცხადა თბილისის მერიამ. მისი განმარტებით, 22-24 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი თბილისის დღეებს მასპინძლობს, გიგი უგულავას ხელმძღვანელობით პრაღაში დელეგაციის ვიზიტი ”საერთაშორისო კულტურული ღონისძიების ნაწილია, იმართება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური დატვირთვა და არანაირად არ უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ აქციას.” თბილისის მერიის ცნობითვე, დაგეგმილია გიგი უგულავას შეხვედრა პრაღის მერთან ბოგუსლავ სვობოდასთან. განცხადების თანახმად, დელეგაცია საქართველოში 25 აპრილს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG