Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს 19 აპრილს მანიფესტანტთა უსაფრთხოების დასაცავად


საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას და უფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და შესაბამისად, შსს მობილიზებულია 19 აპრილს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად - ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ცნობით, 17 აპრილს გაიმართა სამართალდამცავების, თბილისის მერიის უფლებამოსილი პირისა და აქციის ორგანიზატორების მოსამზადებელი შეხვედრა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად აღწერს შეკრების და მანიფესტაციის წესებს, მათი დაცვის პასუხისმგებლობას უპირველესად აკისრებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. შსს აცხადებს, რომ თავად ყველაფერს აკეთებს 19 აპრილს მანიფესტანტთა უსაფრთხოების დასაცავად და მოუწოდებს თბილისის მერიასა და თავად აქციის ორგანიზატორებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თავის მხრივ უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანად წარმართვა. შსს-მ მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების, მერიისა და ძალოვანი სტრუქტურების კანონით გათვალისწინებულო უფლება-მოვალეობები.
XS
SM
MD
LG