Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობა შავ პიარს უწოდებს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გავრცელებულ განცხადებებს


ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო ჯგუფი პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში გავრცელებულ განცხადებებს შავ პიარს უწოდებს. ”სოციალურ ქსელებში ერთი საათის წინ შექმნილი გვერდები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის ეშინია”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა თეიმურაზ ზაქრაძემ. მისივე თქმით, თუ ხვალინდელ შეკრებაზე რაიმე პროვოკაცია მოხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, რადგან აქცია მშვიდობიანია და მიზნად ისახავს საზოგადოების ნების გამოხატვას ქვეყნის დასვლური კურსის მიმართ.
XS
SM
MD
LG