Accessibility links

logo-print

კოსოვო აცხადებს, რომ პარასკევს განახლდება სერბიასთან მოლაპარაკება


კოსოვოს მთავრობა აცხადებს, რომ პარასკევს ბრიუსელში განახლდება სერბიასთან მოლაპარაკება ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე, რასაც ევროკავშირი ითხოვს ამ ბლოკში მათი ინტეგრაციისათვის. ხუთშაბათს ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა კოსოვოსა და სერბიის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკება, რომელმაც 14 საათი გასტანა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში შუამავლობს, ამბობს, რომ მხარეების პოზიციებს შორის მცირე განსხვავება რჩება. ევროკავშირის განცხადებით, მხარეებს მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებათ შეთანხმების მისაღწევად - ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ორშაბათის მინისტერიალამდე. ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით სერბიის წინსვლას უკავშირებს კოსოვოსთან ბელგრადის ურთიერთობის ნორმალიზებას.
XS
SM
MD
LG