Accessibility links

პაკისტანში ახსნა-განმარტებას სთხოვენ პოლიციის უფროსს, მუშარაფის გაქცევის გამო


პაკისტანში სასამართლომ ისლამაბადის პოლიციის უფროსი დაიბარა და მისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ როგორ აარიდა თავი დაპატიმრებას ყოფილმა სამხედრო მმართველმა, ფერვეზ მუშარაფმა. ისლამაბადის სასამართლომ ხუთშაბათს გასცა მუშარაფის დაპატიმრების ორდერი, მაგრამ ამ უკანასკნელმა დარბაზის დატოვება და მანქანით გაქცევა შეძლო, სასამართლოს დარბაზში პოლიციელების ყოფნის მიუხედავად. სასამართლო 69 წლის მუშარაფის დაპატიმრებას მოითხოვს მისი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებდა რამდენიმე მოსამართლის დათხოვნას, 2007 წელს პაკისტანში საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას. მუშარაფი გასულ თვეში დაბრუნდა პაკისტანში, ოთხი წელი დევნილობაში ყოფნის შემდეგ. ის 11 მაისის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
XS
SM
MD
LG