Accessibility links

logo-print

შეიცვალა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკითხების განმხილველი კომისია


სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. კომისიას ამიერიდან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამასთან, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა სამთავრობო კომისიაში. მთავრობის ახალი დადგენილებით, ხუთი ჯგუფის ნაცვლად, როგორც ამას მთავრობის 2012 წლის 12 თებერვლის დადგენილება ითვალისწინებდა, რვა ჯგუფი იმუშავებს. მთავრობის დადგენილებით, ამ ჯგუფებში შევიდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG