Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

18:26 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ. - იტყობინება სესილი ბოჭოიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:24 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა პრორუსული პლაკატით. გარშემომყოფნი მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაციაა. - იტყობინება მარი ცინდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:22 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ხელში უჭირავთ ცისფერი დროშები წარწერით: დროა. - იტყობინება ანი ლუხავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:15 19.4.2013
''ნაციონალური მოძრაობა იმიტომ წავიდა, რომ არ გვინდოდა და ახლა სიმართლე რომ გითხრათ, აღარ ვიცი ახლანდელი მთავრობა ჯობია თუ არა. მაგრამ მაინც საზიზღარი აქციაა", თქვა ერთ-ერთი მარკეტის კონსულტანტმა (ხიდის ქუჩა). - იტყობინება ნინი გრიგალაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG