Accessibility links

ბოსტონის თავდასხმაში ერთი ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, მეორეს დასდევენ


აშშ-ის ქალაქ ბოსტონის ყველა მოქალაქეს მოუწოდეს, შინ დარჩეს, რადგან მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დევნა, ბოსტრონის მარათონის დროს აფეთქების მომწყობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევისა. აშშ-ის პოლიციის ცნობით, ბოსტონის მარათონის დროს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, მისი ძმა, ტამერლან ცარნაევი, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო ტერაქტში, პოლიციასათან შეტაკების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ჯოხარ ცარნაევმა გაქცევა მოახერხა. ბოსტონის პოლიციის კომისარმა, ედ დევისმა პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვფიქრობთ, საქმე ტერორისტებთან გვაქვსო“. პოლიცის თანახმად, ეჭვმიტანილებმა გაიტაცეს ავტომანქანა მასაჩუსეტსისი ტექნოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე პოლიციასთან შეტაკებისას ერთი პოლიციელის მოკვლის შემდეგ. მათი შეტაკება პოლიციასთან მოხდა უოტერტაუნში. ხელისუფლების თანახმად, ორი ეჭვმიტანილი მიამგვანეს იმ ორი პირს, რომლებიც შეამჩნიეს ფოტო და ვიდეოჩანაწერებზე, და რომლებმაც, სავარაუდოდ ბოსტონის მარათონის ფინიშთან ბომბები ააფეთქეს. ამ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 170 დაშავდა.
XS
SM
MD
LG