Accessibility links

logo-print

რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაში თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, სხვადასხვა ინფორმაციით, ხუთიდან ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციაზე, დევიზით ”ევროპული არჩევანი”, გამოცხადდა, რომ ნაციონალური მოძრაობა იწყებს "ახალ ეროვნულ მოძრაობას". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში და ამ დღის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავენ იოცნებონ, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას, თქვა ყოფილმა პრემირ-მინისტრმა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დღეს იმედიანი ოპოზიცია და ბრაზიანი მთავრობა ჰყავს, მაგრამ ისურვებდა, რომ საქართველოში იმედიანი მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება ყოფილიყო. ნაციონალური მოძრაობის აქცია თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორ საათს გაგრძელდა. აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
XS
SM
MD
LG