Accessibility links

თინა ხიდაშელისთვის გაურკვეველია, ”რომელ კარს ამტვრევს” ნაციონალური მოძრაობა


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ ეს ვანო მერაბიშვილს სურს. ”დღევანდელი აქციის მთვარი პრობლემა ის არის, რომ არ იციან რატომ გამოდიან, რადგან მიზეზად ხან დემოკრატიის გადარჩენას ასახელებენ და ხან იმას, რომ საქართველოს ევროპაში ყოფნა სურს”, - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს თინა ხიდაშელმა. მისთვის გაურკვეველია, ” რომელ კარს ამტვრევს ” ნაციონალური მოძრაობა, რადგან არ იცნობს ადამიანებს, რომლებსაც ევროპასთან ყოფნა არ სურთ. ”თუ ჩამოყალიბდებიან და ადმიანებისთვის გასაგები კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ, შესაძლოა, უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG