Accessibility links

logo-print

გიორგი კანდელაკის შეფასებით, ეს აქცია პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს შესძენს


საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის შეფასებით, დღევანდელი აქციით ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს შესძენს და დამკვიდრდება ახალი სტანდარტი იმისა, თუ რას ნიშნავს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია. " დღევანდელი აქციით ნაციონალური მოძრაობა აჩვენებს, რომ იგი არა მხოლოდ განაგრძობს საქმიანობას, როგორც ყველაზე ქმედითი პარტია, არამედ განახლებას განიცდის”, - განაცხადა კანდელაკმა. მისივე თქმით, საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა და მთავრობის ინტერესი უნდა იყოს, რომ აქციაზე რაიმე ექსცესი არ მოხდეს.
XS
SM
MD
LG