Accessibility links

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეკრებას განაგრძობენ რუსთაველის გამზირზე


ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შეკრებას განაგრძობენ თბილისში რუსთაველის გამზირზე, სადაც დევიზით ”ევრუპული არჩევანი,” 16 საათზე დაიწყება პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ”ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეების შეკრება, მოვა ბევრი ადამიანი, ერთმანეთს გაამხნევებს და იტყვის, რომ საქართველომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა იაროს", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. აქციის დაწყებამდე 3 საათით ადრე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ პოლიციას რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით კოლონების გადაადგილება არ შეუფერხებია, რაც იმის დასტურად შეაფასა, რომ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი საგანგებო განცხადების შემდეგ ”ხელისუფლება გონს მოვიდა.”
XS
SM
MD
LG