Accessibility links

ევროპარლამენტმა ყაზახეთი გააკრიტიკა


ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის თანახმად, ყაზახეთი მკაცრადაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ არ სცემს პატივს პოლიტიკურ, მედიის და რელიგიის თავისუფლებას. პარლამენტის უებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ორგანიზაცია შეშფოთებულია ყაზახეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. რეზოლუციაში გამოთქმულია მოწოდება, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ერთ-ერთი ასეთი არარეგისტრირებული პარტიის, „წინსვლის“ ლიდერი, ვლადიმირ კოზლოვი. რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, ასევე ადვოკატების დაპატიმრების გამო.
XS
SM
MD
LG