Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს და სერბიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, სერბიასა და კოსოვოს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ეშტონმა, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, მიულოცა მხარეებს „სიმამაცე“. შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. ამ შეხვედრების მიზანი ნორმალიზების მიღწევა იყო სერბიას და კოსოვოს შორის და ამასთან, კოსოვოში მცხოვრები სერბული უმცირესობის სტატუსიმ პრობლემის მოგვარება. უმცირესობა არ აღიარებს კოსოვოს ეთნიკური ალბანელების ლიდერობას. ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება წინაპირობაა სერბიისთვის ევროკავშირისკენ გზის გახსნისა. ამ თემაზე დისკუსია ორშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG