Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ 2012 წელს არსებულ ვითარებაზე. ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ სამართალდამცველთა მიერ პატიმრების, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი და სხვა პირების წამება, მათთან არასათანადო მოპყრობა იყო ამ კუთხით 2012 წელს არსებულ ყველაზე სერიოზულ პრობლემებს შორის. პარასკევს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია აგრეთვე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობაზე და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიში სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ წარუდგინა ჟურნალისტებს. ტექსტი შეიცავს კრიტიკას, მაგალითად, ირანისა და ჩინეთის მიმართ სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის გამო და მოიხსენიებს რუსეთში არასამთარობო ორგანიზაციების შემზღუდველ ახალ ზომებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2012 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული იყო სარეკორდო რაოდენობის - 232 ჟურნალისტი. ყველაზე მეტი, 49 აღირიცხა თურქეთში.
XS
SM
MD
LG