Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ბევრ პროვინციაში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ტარდება


ერაყის ბევრ პროვინციაში დღეს ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ტარდება. ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 18-დან 12 პროვინციაში ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევენ. 378 ადგილისთვის იბრძვის რვა ათასზე მეტი კანდიდატი. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთების ავტონომიურ რეგიონში არჩევნები სექტემბერში გაიმართება. ძირითადად სუნიტებით დასახლებულ ორ პროვინციაში არჩევნები უსაფრთხოების მოსაზრებებით გადაიდო. პროვინცია ქირქუქში, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, არჩევნები ჯერჯერობით საერთოდ არ იგეგმება.
XS
SM
MD
LG