Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გრძელდება სისხლიანი შეტაკებები სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის


სირიაში, სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დამასკის გარეუბნის, ჯდეიდეტ ალ-ფადლისთვის მიმდინარე ბრძოლებში, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში სულ ცოტა 69 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობა მეამბოხეებია. ამის შესახებ დღეს განაცხადა სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ხარიტას, აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია დეირ ეზ-ზორში. დაიღუპნენ ქალი და სამი ბავშვი. ასევე იტყობინებიან გააფთრებული ბრძოლების შესახებ ქალაქ ელ-ყუსეირის შემოგარენში, ლიბანის საზღვრის მახლობლად. გუშინ სირიაში ძალადობის მსხვერპლი გახდა სულ ცოტა 157 ადამიანი, მათ შორის 75 სამოქალაქო პირი, 44 მეამბოხე და სირიის არმიის 38 ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG