Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში სულ ცოტა 124 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა მძლავრი მიწისძვრის შედეგად


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ ცოტა 124 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა მძლავრი მიწისძვრის შედეგად, რომელიც პროვინცია სეჩუანში მოხდა. კვირა დილას 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია შენობები, გზები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მეზობელი პროვინციის დედაქალაქ ჩენგდუში, სადაც შეშინებულმა ხალხმა შენობები დატოვა და ქუჩებში გავიდა. სააგენტო სინხუას ცნობით, ჩინეთის არმიის 6000 ჯარისკაცია მობილიზებული სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად. 2008 წელს სეჩუანში მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდა 8-ს აღწევდა, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG