Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი და კიდევ ოთხი დაიჭრა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, დღეს აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი და კიდევ ოთხი დაიჭრა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, ბომბი აფეთქდა სოფელ ჰაიდერ ჰელთან, სამხედრო ავტოკოლონის გზაზე. ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში აქტიურად მოქმედებენ მეამბოხეები, რომლებიც ხშირად ესხმიან თავს უშიშროების ძალების თანამშრომლებს. უკანასკნელ დღეებში ამ რეგიონში თავდასხმებს ემსხვერპლა 21 ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG