Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ჰეიგელი: აშშ და ისრაელი ერთნაირად ხედავენ საფრთხეს ირანის ბირთვულ პროგრამაში


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ერთნაირად ხედავენ საფრთხეს ირანის ბირთვულ პროგრამაში. ჰეიგელმა ეს განცხადება გააკეთა კვირას თელ-ავივში ჩასვლის წინ, სადაც იწყება მისი ტურნე ახლო აღმოსავლეთში. ეს ჰეიგელის პირველი ტურნეა ამ რეგიონში მას მერე, რაც მან პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა თებერვალში. ჰეიგელის თქმით, შეიარაღების სფეროში მრავალმილიონიანი გარიგება მკაფიო სიგნალს უგზავნის თეირანს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა კვლავაც რჩება ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად. ექვსდღიანი ტურნეს განმავლობაში ჰეიგელი საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებსაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG