Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მერმა, ტომ მენინომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ჯოხარ ცარნაევის დაკითხვა ვეღარასოდეს მოხერხდეს


ბოსტონის მერმა, ტომ მენინომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ჯოხარ ცარნაევის დაკითხვა ვეღარასოდეს მოხერხდეს. ბოსტონის მარათონზე ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილის მდგომარეობა, მერის სიტყვებით, „ძალზე მძიმეა.“ მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორის, პატრიკ დევალის თქმით, ბოსტონის მარათონზე გადაღებული კადრები აჩვენებს, როგორ დატოვა ცარნაევმა ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით ქვაფენილზე და მშვიდად გაეცალა იქაურობას. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ აფეთქებასთან ცარნაევის კავშირი ცხადია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურორები ამზადებენ ბრალდებას, რომელიც ცარნაევს წარედგინება. ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ მას ტერორისტულ საქმიანობას წაუყენებენ ბრალად. ბოსტონის მარათონზე 15 აპრილის აფეთქებებში მეორე ეჭვმიტანილი არის ჯოხარ ცარნაევის ძმა ტამერლანი. ის პოლიციელებთან შეტაკებისას იქნა მოკლული, როცა სამართალდამცველები ძმებს მისდევდნენ.
XS
SM
MD
LG