Accessibility links

logo-print

სირიის სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეთა შეიარაღებული შენაერთები განდევნეს დამასკის გარეუბნიდან


სირიის სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეთა შეიარაღებული შენაერთები განდევნეს დამასკის გარეუბნიდან, ჯდეიდეთ-ართუზიდან. სამთავრობო ჯარების ოპერაცია ხუთ დღეს გრძელდებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქში დაიღუპა სულ ცოტა 80 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. სირიაში საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG